Friday, 29 November 2013

THANKSGIVING

ამა წლის 28 ნოემბერს , მადლიერების დღესთან დაკავშირებით ჩავატარე ღია გაკვეთილი, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის მადლიერების დღის წარმოშობის ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების გაცნობას.

გთავაზობთ გაკვეთილის გეგმასა და გამოყენებულ მასალებს : 

გაკვეთილის მთავარი თემა ;
მადლიერების დღე
სწავლების საფეხური :
დაწყებითი საფეხური : IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი:
6 მოსწავლე
გაკვეთილის მიზნები და ამოცანები:
1) მოსწავლეები გაეცნობიან სხვა ქვეყნის კულტურას,

2) გაიმეორებენ განვლილ ლექსიკას (რიგობითი რიცხვითი სახელები, საკვები პროდუქტები, ტანისამოსი, ფერები)

3)  შეისწავლიან ახალ სიტყვებს და ფრაზებს,

განუვითარდებათ :

ლექსიკონთან მუშაობის კულტურა, 
აუდირების უნარ-ჩვევა,
ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის
უნარ-ჩვევები.

შეფასება:
განმავითარებელშეფასება.

სასწავლო მასალა და რესურსები
ჩემს მიერ შექმნილი რესურსები:
(იხ.:THANKSGIVING ACTIVITY MATERIALS)

ინტერნეტ რესურსები: სიმღერა ( იხ. ვიდეო ქვემოთ )

ტექნიკური რესურსები: 1 კომპიუტერი

სხვა : თამაშისთვის "HEDBANZ GAME" შესაბამისი აღჭურვილობა. ( ქვიშის საათი, ბარათები, თავის ლენტები იხ:equipment), ხელოვნების გაკვეთილზე წინასწარ გაფორმებული ფორმატი.

დეკორაციები: ფერადი ქაღალდებისგან დამზადებული შემოდგომის ფოთლების იმიტაცია.

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
თამაში Hedbanz  :  10 წთ.

სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლეები ინდივიდუალურ "დაფებზე" ხსნიან ჩემს მიერ რიგითობით მითითებულ უჯრას. ( ყველა პასუხის გამოცნობის შემთხვევაში მიიღებენ ფრაზას " Happy thanksgiving day to you"

გონებრივი იერიში- 2წთ  

ტექსტის წაკითხვა და შესაბამისი სავარჯიშოების შესრულება :  15წთ (იხ. Thanksgiving activity materials)

ლექსიკონში ახალი სიტყვების მოძებნა და ჩაწერა: 5 წთ.

შესრულებული დავალებების წიგნად აკვრა (3 წთ)

დავალება (2წთ)

საკლასო მენეჯმენტი: ინდივიდუალური, ჯგუფური.



იხ. ფოტოები : ALBUM- "THANKSGIVING"

THANKS GIVING MATERIALS


SONG : 

იხ : THANKSGIVING ACTIVITY MATERIALS





ADDITIONAL TEXTBOOKS


       მეათე კლასში დამატებით სახელმძღვანელოდ ვიყენებ წიგნს  FCE GOLD PLUS


მეთერთმეტე კლასში კი წიგნს - B.J.THOMAS INTERMEDIATE VOCABULARY